პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობს

ნახვები: 350 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის ახალი რაუნდის დეტალები შეთანხმებულია.

როგორც ზელენსკი განმარტავს, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჟენევაში, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გაიმართება.

მისივე თქმით, უკრაინული მხარის პასუხები „ყველაზე რთულ კითხვებზე“ მომზადებულია და განსაზღვრულია პრიორიტეტები მომლაპარაკებელთა გუნდისთვის, მათ შორის, სამმხრივი ფორმატისთვის შეერთებულ შტატებთან ერთად.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე დადებითი შედეგისთვის არ მიუღწევიათ. მისივე თქმით, უკრაინა ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობს და კომპრომისი უკვე არის ის, რომ კომპრომისებზე საუბარი მიმდინარეობს.

„ამჟამად ვერავინ ხედავს პროგრესს ტერიტორიულ საკითხებზე, ეს ფაქტია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, ტყვეების რაოდენობისა და გაცვლის თარიღთან დაკავშირებით.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზოგიერთი საკითხის გადაჭრა გუნდების დონეზე ვერ ხდება და სწორედ ამიტომ არის საჭირო ლიდერების პირდაპირი შეხვედრა.

„უკრაინა ამ ფორმატისთვის მზადაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა