პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

ნახვები: 333 ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა.

თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, თეატრიდან ასევე წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე.

მათ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იდენტური ტექსტები გამოაქვეყნეს.

„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი. დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ",- წერენ მსახიობები.

ყველა მათგანის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თეატრის ფასადიდან, აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა