პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ფრიდრიხ მერცი - უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ

ნახვები: 342 ფრიდრიხ მერცი - უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ

უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ, – ამის შესახებ განცხადება ორშაბათს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკეთა.

მისი თქმით, ამას მოწმობს ფრონტზე უკრაინელი სამხედროების წინსვლა.

„თებერვალში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შთამბეჭდავ ტერიტორიულ წარმატებებს მიაღწიეს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა სანქციებისა და სამხედრო მოქმედებების სიმძიმის ქვეშ უფრო მეტად ჭრიალებს, ვიდრე ეს ზოგჯერ შეიძლება ვივარაუდოთ“, – თქვა მერცმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა თებერვლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე, ასევე ზაპოროჟიეს სამხრეთით, მას შემდეგ, რაც კომპანია Starlink-მა რუს სამხედროებს საკუთარ საკომუნიკაციო ტერმინალებთან წვდომა შეუზდუდა.

მედიის ცნობით, რუსი სამხედროების კოორდინაციასა და საბრძოლო მოქმედებების წარმართვის შესაძლებლობებს ასევე ხელი შეუშალა რუსეთის ხელისუფლების მიერ „ტელეგრამის“ შენელებამ და ბლოკირებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა