ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

მარკ რუტე - უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

24.02.2026 ნახვები: 281

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება უკრაინაში ნამდვილი მშვიდობის გარეშე , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო უკრაინის გვერდით დგას და მომავალშიც იდგება.

„ნატო თავიდანვე უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ დღეს თქვენს გვერდით ვდგავართ და თქვენს გვერდით ვიქნებით მომავალი გამოწვევების მიუხედავად. აუცილებელია, რომ უკრაინამ განაგრძოს საჭირო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიღება, რათა შეძლოს თავი დაიცვას რუსეთის ტერორისგან და შეინარჩუნოს ფრონტის ხაზი. ეს მხარდაჭერა აუცილებელია. უკრაინას მეტი სჭირდება. რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს. უკრაინას საბრძოლო მასალა სჭირდება დღეს და ყოველდღე, სანამ სისხლისღვრა არ შეწყდება“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს რუსეთის აგრესიის შეჩერებას და პუტინის პოზიციის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო ბრძოლის ველზე საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება.

„პუტინმა უნდა აჩვენოს, სერიოზულად უყურებს თუ არა მშვიდობას. პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ომის ახლავე დასრულება. უკრაინელი ხალხი იმსახურებს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება უკრაინაში ნამდვილი მშვიდობის გარეშე“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, როდესაც საბრძოლო მოქმედებები საბოლოოდ შეწყდება, მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს ძლიერი უკრაინული ძალებით, რომლებიც მზად არიან შეკავებისა და დაცვისთვის და უკრაინის პარტნიორებისგან - ევროპის, კანადისა და შეერთებული შტატებისგან - ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების მიღებით.

„ვიცი, რომ ძნელია მომავალზე ფიქრი, როდესაც ამდენი სირთულე რჩება. ზამთარი უკრაინისთვის პირქუში იყო, მაგრამ არსებობს იმედი და დახმარება. თავისუფლების ალი უკრაინაში ცოცხალია და ეს ალი კვლავაც იწვის და ბრწყინავს“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა