გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დონალდ ტრამპი - არასდროს დავრთავ ნებას ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი

ნახვები: 326 დონალდ ტრამპი - არასდროს დავრთავ ნებას ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ფლობდეს.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეირანთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და ის პრიორიტეტს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს.

„მე ყველგან დავამკვიდრებ მშვიდობას, სადაც შესაძლებელია და არ მოვერიდები, წინ აღვუდგე საფრთხეებს ამერიკის წინააღმდეგ ყველგან, სადაც საჭიროა. სწორედ ამიტომ, გასულ ივნისს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა ირანის ბირთვული იარაღის პროგრამა ირანის ტერიტორიაზე დარტყმებით, რომელიც ცნობილია „შუაღამის ჩაქუჩის“ სახელით. ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა იყო, არ დაეშვა ბირთვული იარაღის მოპოვება. მას შემდეგ რაც, 47 წლის წინ ამაყ ერზე კონტროლი მოიპოვეს, რეჟიმსა და მის მკვლელ მარიონეტებს, ტერორიზმის, სიკვდილისა და სიძულვილის გარდა არაფერი გაუვრცელებიათ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ხელისუფლება ხოცავდა და ასახიჩრებდა ათასობით ამერიკელ სამხედროს, ასობით ათასსა და მილიონ ადამიანს გზაზე დამონტაჟებული ბომბებით. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა გენერალი სოლეიმანი, რომელიც მისი პირველი ვადის დროს იქნა ლიკვიდირებული. ტრამპმა ის გზებზე დამონტაჟებული ნაღმების მეფედ მოიხსენია, რომლის ლიკვიდირებასაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.

დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა გასულ თვეს, ირანში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, სადაც, მისი თქმით, 32 000 დემონსტრანტი მოკლეს.

„ისინი ცეცხლს უხსნიდნენ, ჩამოახრჩობდნენ მათ. ჩვენ შევაჩერეთ მრავალი მათგანის ჩამოხრჩობა სერიოზული მუქარით. ეს საშინელი ხალხია. მათ უკვე განავითარეს რაკეტები, რომელთაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნან ევროპას და ჩვენ საზღვარგარეთულ ბაზებს, ისინი მუშაობენ რაკეტის შესაქმნელად, რომელიც მალე მიაღწევს აშშ-ს. „შუაღამის ჩაქუჩის“ შემდეგ, ისინი გააფრთხილეს, რომ მომავალში არ ჰქონოდათ მცდელობა, აღედგინათ ბირთვული პროგრამა, კერძოდ, ბირთვული იარაღზე მუშაობა, თუმცა ისინი თავიდან იწყებენ. გავანადგურეთ და კვლავ თავიდან იწყებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ამ ფონზე ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თეირანთან, თუმცა ამ დრომდე არ მოუსმენიათ „საიდუმლო სიტყვები“: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“.

„მირჩევნია ეს საკითხი დიპლომატიურად გადავჭრათ, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა, მე არასდროს დავრთავ ნებას, ტერორიზმის მსოფლიო ნომერ პირველ სპონსორს, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ამერიკის ძლევამოსილებასა და სამხედრო შესაძლებლობებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა