პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტრამპი - ყოველთვის მინდოდა მედალი, მაგრამ მაცნობეს, რომ არ შემიძლია, საკუთარ თავს გადავცე

ნახვები: 323 დონალდ ტრამპი - ყოველთვის მინდოდა მედალი, მაგრამ მაცნობეს, რომ არ შემიძლია, საკუთარ თავს გადავცე

კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მედლით დაჯილდოვდნენ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც კოლუმბიის ოლქში სროლის შედეგად დაშავდნენ.

ღირსების მედალი გადაეცა სანაპირო დაცვის ოფიცერს ტეხასის წყალდიდობის დროს ხალხის გადარჩენისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტისგან მედალი მიიღო 100 წლის ომის ვეტერანმა,  ასევე სამხედრომ, რომელმაც ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.

მედლით დაჯილდოვდა აშშ-ს ჰოკეის ეროვნული გუნდის მეკარეც.

დონალდ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღირსების მედალს საკუთარი თავისთვისაც ისურვებდა.

„ყოველთვის მინდოდა კონგრესის ღირსების მედალი, მაგრამ მაცნობეს, რომ არ შემიძლია, ის საკუთარ თავს გადავცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა