გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი კობახიძე - ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა

ნახვები: 348 ირაკლი კობახიძე - ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა

საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბრიტანეთის სანქციების პირობებში სახელმწიფო კომპანიების მხრიდან „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ორივე ტელეკომპანიასთან.

„თქვენ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიასაშუალებების ძირითადი უფლებები. მე გაძლევთ მარტივ პასუხს – საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება. ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს, ბუნებრივია, ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. თქვენ ნუ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენს პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ რასაც აკეთებდით 2012 წლამდე, იმას გააკეთებთ ხვალ, ამის საშუალებას ვერავინ მოგცემთ თქვენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება იყოს დაცული და მეორე მხრივ – მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს არის ის ორი ძირითადი უფლება, რომელიც ყველაზე მეტად იყო ფეხქვეშ გათელილი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ იყავით მშვიდად, ასეთი აჟიოტაჟი მახსოვს მე თქვენგან სხვადასხვა წლებში, 2022, 2023, 2024, 2025, 2026 წლებში, სულ გქონდათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზიანდებოდა. არასდროს არ დაზიანდა არაფერი ამ ქვეყანაში. ნუ გექნებათ ამის იმედი. თქვენზეც კი ვზრუნავთ და მით უმეტეს, ვიზრუნებთ ტელეკომპანია „იმედზე“ და  ტელეკომპანია „პოსტივიზე“. ზრუნვა იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და მედიაპლურალიზმი, რაც საერთოდ არ იყო, ნულოვანი იყო 2012 წლამდე, ზუსტად ასე ვზრუნავთ ჩვენ მედიაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა