პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვიქტორ ჯაფარიძე - არ დამითმია ტელეკომპანია „პოსტივის“ წილი

ნახვები: 358 ვიქტორ ჯაფარიძე - არ დამითმია ტელეკომპანია „პოსტივის“ წილი

ტელეკომპანია „პოსტივის“ ჩემი წილი არ დამითმია და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძეს გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ტელეკომპანია „პოსტივის“ წილი დათმო.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი მართვაში გადასცა კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს კანონმდებლობასთან.

„მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალებისა და ე.წ. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დავთმე ჩემი კუთვნილი წილი ტელეკომპანია „პოსტივიში“ და თითქოს ეს გავაკეთე, რადგან წინასწარ მქონდა ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. პირველ რიგში, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ არ დამითმია ტელეკომპანია „პოსტივის“ ჩემი წილი, ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს. ამიტომაც მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება. სინამდვილეში, ვინაიდან ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მაქვს უფლება, ვმართავდე ბიზნესს (აქვე აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არც არასდროს ჩავრეულვარ), როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ტელეკომპანიის ჩემი კუთვნილი წილი მხოლოდ და მხოლოდ მართვაში გადავეცი კონკრეტულ პირს, რათა ჩემი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლი). ამიტომ, მინდა, აღვნიშნო, რომ სრული სიცრუე და საფუძველს მოკლებულია რადიკალების სიხარული, თითქოს ტელეკომპანია „პოსტივის“ წილს აღარ ვფლობ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ წილის დათმობას არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა