პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რასა იუკნევიჩიენე - „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი

ნახვები: 352 რასა იუკნევიჩიენე - „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი

სამწუხაროდ, მდგომარეობა კვლავ უარესდება და ეს სწრაფად ხდება, რა თქმა უნდა, ჩემმა ჩანაწერებში იგივე ციტატა შევიტანე კომისიიდან, რადგან მათზე უკეთ ვერ ვიტყვი საქართველოს მდგომარეობაზე, 2025 წლის მოხსენება ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებულ ყველაზე ცუდ მოხსენებად არის დახასიათებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა განაცხადა, ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების შესაბამისად, მოხსენება ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით.

„ჩემს მოხსენების პროექტში განზრახ გავამახვილეთ ყურადღება ახალ მოვლენებზე და თავი შევიკავეთ წინა მოხსენებებში უკვე ნათქვამის გამეორებისგან. ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი. რეგრესი დაფიქსირდა ყველა იმ ცხრა პრიორიტეტზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს წარმოადგენდა მაშინ, როდესაც მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად რჩება, მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებზეა დაფუძნებული. მოხსენებაში ხაზგასმულია იმ პირთა მიმართ მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, საარჩევნო თაღლითობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. არ მაკვირვებს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა, თუმცა ძალზედ ვნანობ, რომ ევროკავშირის დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები დროულად ვერ მიიღეს. ეს სერიოზული შეცდომა იყო“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ვერ იმოქმედა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო.

„მოხსენებაში არის გაფრთხილება, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებმა საბოლოოდ შეიძლება, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება. ბოლოს, მადლობა მინდა, გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პრინციპული პოზიციისთვის. ასევე, მადლობა ევროპარლამენტს, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და საქართველო მის პოლიტიკური დღის წესრიგში მოწინავე ადგილს ინარჩუნებს. გავიხსენოთ სახაროვის პრემიის კანდიდატი და შევახსენოთ ყველას მისი ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია. ჩვენ არ შევწყვეტთ მისი და სხვების თავისუფლებისთვის ბრძოლას“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სადაც ის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომხენებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა