პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ჟან ბატისტ ლებრა - საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირის რიტორიკაში

ნახვები: 329 ჟან ბატისტ ლებრა - საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირის რიტორიკაში

შეშფოთებული ვართ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ეხება უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ აქტივობას, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟან ბატისტ ლებრამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

მისი შეფასებით, „ეს არის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებების ესკალაცია“.

„სამწუხაროდ, ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირის რიტორიკაში. ასევე მიიღო დამატებითი ზომები, რომლებიც არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. კერძოდ, შეშფოთებული ვართ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც ეხება უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ აქტივობას და  რომელიც საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღეს გასულ კვირას. ჩვენი შეფასებით, ეს ინიციატივა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებების ესკალაციას“, – განაცხადა ჟან ბატისტ ლებრამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა