პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს

ნახვები: 309 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს

ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძე - 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს.

ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია წერილში.

ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წინადადების თანახმად, საბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.

„ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხება. ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ახალი ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უკუსვლა განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, სავიზო შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ამ უკუსვლის სისტემური და წინასწარგანზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში ვიზების შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხება. მეორე ფაზის ფარგლებში, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“, - აღნიშნულია წერილში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე. ევროკავშირის სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა