ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რატომ უნდა გავიდეთ ჩვენი მიწიდან?

27.02.2026 ნახვები: 302

უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდეს, მაგრამ „ტერიტორიას არ დათმობს“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ლიდერების ოჯახების წინააღმდეგ და უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი მიაწოდოს, რადგან მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს მოსკოვს, მოლაპარაკებები სერიოზულად აღიქვას.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს ძალა, დაასრულოს ომი, მაგრამ მოსკოვზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს.

„შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს თავად ჰგონიათ. ვფიქრობ, მათ ნამდვილად აქვთ პუტინზე ზეწოლა შესაძლებლობა. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ნოემბერში ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე შეიძლება, მოხდეს.

„ახლა ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე, გვექნება თუ არა ომის შემოდგომამდე დასრულების შანსი. არჩევნებამდე, მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. მშვიდობის მიღწევა თუ შესაძლებელი იქნება, ახლა ეს ფანჯარა გვაქვს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სლავიანსკის და კრამატორსკის დამთობა უკრაინისთვის წითელი ხაზებია.

„ეს ჩვენი ტერიტორიაა და წარმოუდგენლად უცნაურად ჟღერს, რატომ უნდა გავიდეთ ჩვენი მიწიდან? რატომ დაიკავეს ის, ჩვენი მიწა და ვერავინ შეძლებს მათ იქიდან განდევნას. ჩვენ თუ ამ ტერიტორიიდან გავალთ მაგალითად, სლავიანსკში ამ წუთას, ამ წუთას 200 000 ადამიანი და მას რუსები დაიკავებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა