პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა

ნახვები: 403 რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა
“იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. 
 
იგი განმარტავს, რომ კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ.
 
"გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”.
“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე.
ისე, რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”? ფუნტმა დაასანქცირა, ევრომ და დოლარმა ხომ არა? ან ლარების მეტი რაა ამ ბანკებში. ლარებითაც არ რისკავენ?!
რავა ყველგან ამ ბოროტი დიპ სტეიტის საცეცებია. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ იმ გოჭუნიას ყულაბაშიც ჩაჰყოს თათები"- - აცხადებს რომან გოცირიძე, ტელეკომპანია "იმედის" ინიციატივის - საკუთარი ბანკის შექმნის შესახებ.
 

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა