გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ემანუელ მაკრონი - ჩვენ პარტნიორების გვერდით დგომას ვაგრძელებთ

ნახვები: 342 ემანუელ მაკრონი - ჩვენ პარტნიორების გვერდით დგომას ვაგრძელებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის საპასუხო დარტყმები „სრულიად არაპროპორციულია“.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი რეგიონში თავდაცვით პოზიციას აძლიერებს.

„აშშ-ისა და ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულმა ერთობლივმა დარტყმებმა რეგიონში უპრეცედენტო ესკალაცია გამოიწვია. ირანის საპასუხო სარაკეტო შეტევებმა სრულიად არაპროპორციული სახით დაარტყა სამხედრო ობიექტებს და მრავალ სამოქალაქო სამიზნეს ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების რეგიონში“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტია საკუთარი მოქალაქეების, სამხედრო და დიპლომატიური ობიექტების დაცვა.

მისივე თქმით, საფრანგეთი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების გვერდით დგომას, ვისთანაც თავდაცვითი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა