პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი

ნახვები: 354 დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, „სრული იმუნიტეტი“ მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, „გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი...ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ეს არ იქნება სასიამოვნო“, - დასძინა ტრამპმა.

ირანელი ხალხისთვის მიმართვისას, ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, „გამოეყენებინათ ეს მომენტი“ და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე თქვენ დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება: „დახმარება გზაშია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა