პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტრამპი - ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის

ნახვები: 353 დონალდ ტრამპი - ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები „ირანს მიწასთან ასწორებენ“, თუმცა „დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის.

„ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან ძლიერია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ“,- განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ახორციელებს თუ არა აშშ სხვა მოქმედებებს სამხედრო დარტყმების გარდა, რათა ირანელ ხალხს დაეხმარონ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.

„დიახ, ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა სახლში დარჩეს. ქუჩაში უსაფრთხო არ არის. ჩვენ მათთვის სერიოზული დარტყმების მიყენებაც კი არ დაგვიწყია. დიდი ტალღა ჯერ არ დაწყებულა. დიდი ტალღა მალე დაიწყება“, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს თეთრ სახლში ღირსების მედლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს საათებში დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა