მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

დონალდ ტრამპი - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს

ნახვები: 376 დონალდ ტრამპი - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს

ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ირანში სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობის ვადა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა.

„თუმცა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ვარაუდობდა, რომ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებას ოთხი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ეს უფრო სწრაფად მოხდა.

„ამიტომ, გრაფიკით წინ ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს ვანადგურებთ. მეორე - ჩვენ მათ საზღვაო ფლოტს ვანადგურებთ. მესამე - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. და ბოლოს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა