პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ მასალას ავრცელებენ

ნახვები: 336 აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ მასალას ავრცელებენ

აზერბაიჯანული წყაროები ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ.

ნახიჩევანში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.

ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა