მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

ანდრეი სიბიგა - უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

ნახვები: 404 ანდრეი სიბიგა - უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ დრომდე უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომელია, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ორ საბანკო მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ.

სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და თანხის მოპარვასთან. თუ ეს არის ბატონი ორბანის მიერ დღეს გამოცხადებული „ძალა“, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოფიციალური ნოტა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მისცეს მკაფიო შეფასება უნგრეთის უკანონო ქმედებების, მძევლების აყვანისა და ძარცვის შესახებ“, – წერს სიბიგა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.

სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. კიევის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმა გახდა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ნავთობის მიწოდება ხელოვნურად შეაჩერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა