მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი, შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც

ნახვები: 397 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი, შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც

ტრანსკასპიური დერეფანი, შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„დავფიქრდეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი. ერთ შეხედვით, მისი მიზანია, შეამციროს მოგზაურობის დრო ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის 30-დან 15 დღემდე, მაგრამ ეს პროექტი უფრო მეტია. ეს დერეფანი დააკავშირებს წარსულში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიაში და ასევე მათ დააკავშირებს ევროპასთან. ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენ. ჩემი მოსაზრება მარტივია, ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა, თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტი და წარმომადგენლობა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა