მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი, შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს
პიტ ჰეგსეტი - აშშ მზადაა, ირანთან ომში იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭირო იქნება
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპი - ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას

09.03.2026 ნახვები: 173

მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას, ყველა შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო სრულიად დაუცველია.

„პირველ რიგში, მოვითხოვ, სასამართლოში თუ უკვე არ გამოუძახებიათ, მოწმედ გამოიძახონ გივი თარგამაძე. მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი სატელევიზიო განცხადება, სადაც დეტალურად ჰყვება, როგორ მზადდებოდა ნოემბრის აქციები გენერლების მიერ მინსკში, როგორ ესაუბრა ამის შესახებ ლუკაშენკო და როგორ განვითარდა ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. მინდა, ვისაუბრო, დღევანდელი მოვლენების ფონზე, როგორ ჩანს მთელი ჩვენი ვითარება. რეალურად, საქართველო დარჩა მთლიანად დაუცველი, უმწეო. იმ წლებში, რომელსაც ეს პროცესი იხილავს, საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი საგარეო დაცვის უკრაინული სისტემები, რაც დღესაც აქვს, მაგრამ 2012 წლის შემდეგ არცერთი რაკეტა არ შესყიდულა საგარეო დაცვის სისტემისთვის. საქართველოს ჰქონდა მყარი შეთანხმება აშშ-თან, რომლის მიხედვითაც საქარველოს უნდა მიეღო საგარეო დაცვის სისტემები უკვე 2013 წელს. შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და მსგავს სისტემებზე უარი თქვა.

უარი ითქვა „შიროკის“ ტიპის ვერტფმრენებზე, რომელიც უნდა მიგვეღო, სულ მცირე, 12 ცალი. ეს არის მრავალი სამხედრო პერსონალის გადაყვანის სისტემა. საქართველო დარჩა სრულიად დაუცველი და უმწეო. ჩვენ ვაპირებდით ფრთოსანი რაკეტების სერიულ წარმოებას 2012 წლის ბოლოდან. ამაზე ითქვა უარი. „დელტას“ წარმოებაში იყო ცეცხლის მართვის ყველაზე დახვეწილი სისტემა მსოფლიოში, საბრძოლო ქვეითი მანქანა. ამის წარმოებაზე ითქვა უარი. „დელტას“ წარმოებაში იყო ძალიან დახვეწილი დრონების პროგრამა. ამ პროგრამას რომ დასცლოდა, საქართველო იქნებოდა ბევრად უფრო წინ წასული და ბევრად განვითარებული. ძალიან ბევრი პროდუქცია გვექნებოდა გარეთ გასატანი და გასაყიდი, რადგან „დელტას“ დრონის სისტემები დღეს ყველაზე მეტად წაადგებოდა საქართველოს – საბრძოლო, სადაზვერვო დრონი. ეს ყველაფერი შეჩერდა დღეს. საქართველო დარჩა ცარიელ-ტარიელი ძალიან რთულ რეგიონში. როდემდე გასტანს ქვემოთ ძრომიალის პოლიტიკით საქართველოს გადარჩენა, ეს არის კითხვის ნიშანი. ჯერ არავის გაუსვრია სისუსტით და ამის დემონსტრირებით. საქართველოში ერთადერთი იარაღი არის ხალხის წინააღმდეგ მომართული, მაგრამ დათვის ტყვიის მსროლელი თოფებით ვერ მოიგერიებ ვერც ირანულ დრონებს და მით უმეტეს, რუსულ იარაღს.

დღეს საუბრობთ რაღაც მითიურ ნოემბრის მოვლენებზე. სხვათა შორის, მე არ გამიცია „იმედში“ შესვლის ბრძანება, ეს განახორციელა მაშინ პოლიციამ. ესეც არის „იმედი“, რომელიც 2007 წელს იდენტურ პოლიტიკას აწარმოებდა, რის გამოც დაასანქცირეს 2026 წელს. იქ უშვებდნენ რეპორტაჟებს იმის შესახებ, რომ რუსული ემბარგო საქართველოს ბრალი იყო, გლეხები თურმე როგორ ჩეხავდნენ ვენახს და სინამდვილეში, დადგმული სიუჟეტები იყო. დღე და ღამ სიძულვილის პიარს ატრიალებდა. ამ სიტუაციაში ჩვენ აღმოვჩნით სრულიად დაუცველები პროპაგანდისგან. კიდევ ვერ წარმოგვიდგენია, რა მასშტაბებს აღწევდა ეს პროპაგანდა, რამხელა დამანგრეველი ძალა ჰქონდა მას. რუსული პროპაგანდისთვის შეტევა მაშინ დანარჩენი მსოფლიოსთვის ახალი იყო. შემდეგ მსოფლიომ მიიღო ზომები. ზელენსკიმ თავის დროზე დახურა ასეთი ტელევიზიები, ბალტიისპირა ქვეყნებში დახურეს ასეთი ტელევიზიები, ყველგან, სადაც ასეთი მომწამლავი პროპაგანდები წარმოებდა, ასეთი ტელევიზიები იხურებოდა. ჩვენ არ დაგვიხურავს არაფერი. გაჩერდა რამდენიმე დღე და შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძო მაუწყებლობა. თვითონ მისმა კოლექტივმა გადაწყვიტა, აღარ მიეღო მონაწილეობა სახელმწიფოს გადატრიალებაში.

ამ სიტუაციაში ვართ დღეს ჩვენ და ამ ვითარებიდან გვინდა გამოსვლა. მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას. ყველა შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი. შარშან დასრულდა ასადი, შემდეგ – მადურო, ახლა ხამენეი და მისი შვილიც ძალიან მალე მიჰყვება. დიქტატორები სრულდებიან. ასადი, მადურო, ხამენეი ივანიშვილი, ასადი, მადირო, ხამენეი ივანიშვილი – ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და გეგმა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა