პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მარტა კოსი - საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

ნახვები: 364 მარტა კოსი - საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრობდა.

კოსის თქმით, საქართველოში "ავტოკრატიული სისტემა ახშობს" დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.

კოსმა მიმართა ქართველხს, რომ ევროპა "ხელს არ იქნევს" მათზე.

"დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს.

მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.

და ისინი ["ქართული ოცნება"] საკუთარ ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ.

ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომელიც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას - ჩვენ თქვენზე ხელს არ ვიქნევთ", - განაცხადა კოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა