პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

ნახვები: 337 დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში განაცხადა.

ასევე, მან ისაუბრა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ელენე ხოშტარიას შესახებ და განაცხადა, რომ "მსგავსი შემთხვევები გვაჩვენებს, რომ ქართული რეჟიმი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს".

მისი თქმით, ამ მიზეზით, არ შეიძლება ევროკავშირს, მის წევს ქვეყნებსა და "ამჟამინდელ ქართულ რეჟიმს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება", თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

"ამავდროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. შესაბამისად, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს, როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან, ასევე, რეჟიმის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს.

დღეს ლიეტუვა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მცდელობებს ყველაზე ადრეულ ეტაპზე და მტკიცედ სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, მისი დაბრუნება გაცილებით უფრო რთული ხდება”, - განაცხადა ჟალიმასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა