გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის

ნახვები: 339 ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის

ჩემი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სიტყვით გამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის სახელით.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გმობს "პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს "ყველა უკანონოდ დაკავებული პირი".

მისივე განცხადებით, მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკას ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, როგორც ბევრმა აღნიშნა, გაუარესებას აგრძელებს. საქართველოს მთავრობას განზრახ მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენ, ისინი საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შლიან.

ბოლო დროის კანონები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებასთან ერთად, ძალიან ნათლად აჩვენებენ, რომ მთავრობა უგულებელყოფს კანონის უზენაესობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები მოელიან მთავრობისგან, რომელიც ჯერ კიდევ იბრალებს თითქოს ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის.

ასე რომ, ჩემი პირველი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და მსგავსი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი. არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.

საერთაშორისო კანონის ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და უკანონო შეზღუდვები. მეორე - ევროკავშირი თავის სოლიდარობას გამოხატავს ყველასადმი, ვინც უკანონოდ დააკავეს, ცუდად მოექცნენ და დააპატიმრეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

წამება და ცუდად მოპყრობა სრულიად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციური ლიდერები ძალადობის, დაპატიმრებების წინაშე აღმოჩნდნენ და კონსტიტუციური აკრძალვა ახლოვდება. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკებს ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიცაა პოლიტიკური პლურალიზმი.

საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში. გასულ კვირას თქვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტეთ საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებისთვის. და ეს პასუხია საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევებზე, რომლებიც მან უვიზო მიმოსვლის მიღების დროს აიღო”, - განაცხადა ჰუკსტრამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა