გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

ნახვები: 366 კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის გაყოფა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს: აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ არ მოსწონთ ევროკავშირი“, - განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიდგომა იმეორებს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების ტაქტიკას.

მისი თქმით, ბლოკის ქვეყნები უნდა ეცადონ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ უნდა გააერთიანონ ძალები და დაიკავონ ერთიანი პოზიცია.

„ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს „ოჰ, მოდით, [ტრამპთან] ორმხრივად ვიმუშაოთ“, არამედ: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ მათთან“. მათ არ მოსწონთ ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნისას თანაბარი ძალები ვართ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი იძულებულია შეიძინოს იარაღი აშშ-სგან, რადგან მას არ აქვს აქტივები და შესაძლებლობები.

„ჩვენ ამერიკისგან უნდა ვიყიდოთ, რადგან არ გვაქვს საჭირო აქტივები, შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტიციების ჩადება საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაში“, - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა