პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

დათო გამცემლიძე - „ლელოს“ უსაგნო და რეალობასთან შეუსაბამო ინიციატივა

ნახვები: 1238 დათო გამცემლიძე - „ლელოს“ უსაგნო და რეალობასთან შეუსაბამო ინიციატივა

ყოველგვარი ნეგატიური თუ პოზიტიური წინასწარგანწყობის გარეშე თუ შევაფასებთ, „ლელოს“ განცხადება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყების შესახებ ერთდროულადაც დაგვიანებულია და სრულიად უსაგნო. უფრო მეტიც - ის რეალობასთან შეუსაბამო და თავად პარტიისთვისაც თვითდამაზიანებელია.

საქმე ისაა, რომ ასეთ ინიციატივას, პოლიტიკური ტექნოლოგიისა და ზოგადად პოლიტიკის კანონების მიხედვით, აუცილებლად სჭირდება წინასწარი საფუძველი - „ამოსავალი დებულება“, რომელიც ქმნის ახალ პოლიტიკურ აზრს და აძლევს პროცესს განსხვავებულ მნიშვნელობას.

ასეთი საფუძველი შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, საჯარო აღიარება იმისა, რომ ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნიკა გვარამიას ფაქტორის შიშით, მანდატები დაყარა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არჩევნები ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ოპოზიციისთვის, მათ შორის - „ლელოსთვის“.

1992 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში არასდროს ყოფილა ერთდროულად ოთხი ძლიერი ოპოზიციური ჯგუფი და ოპოზიციას არასოდეს მოუპოვებია მანდატების 42%.

იმ შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, მოვლენები სავარაუდოდ მაინც დაახლოებით ისე განვითარდებოდა, როგორც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ. თუმცა დიდი ალბათობით დღეს ყველა პატიმარი უკვე თავისუფალი იქნებოდა - მზიადან მიშამდე. ასევე შესაძლებელი გახდებოდა გარკვეული სტრატეგიული კომპრომისების მიღწევა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა „ოცნების“, ოპოზიციის ან NGO-გრანტიჭამიათა ინტერესებით.

ამაში პირადად სრულიად დარწმუნებული ვარ.

„ლელოს“ ლიდერებს ამ შეცდომის აღიარება არ სურთ.

ამიტომაც მივიღეთ სრულიად ცარიელი და გაუგებარი ინიციატივა, რომელმაც თავად პარტიის შიგნითაც კი დაბნეულობა გამოიწვია. სწორედ ამიტომ ვისმენთ მათი „საშუალო რგოლის“ წარმომადგენლებისგან განცხადებებს, თითქოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მთავარი საგანი რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს.

თუმცა თუ მოლაპარაკების საგანი სწორედ ეს არის, მაშინ რით განსხვავდება „ლელოს“ ინიციატივა სხვა ოპოზიციური ძალების მოთხოვნებისგან? მაგალითად, იმავე „ალიანსისგან“?

და საერთოდ, რა მოტივი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას მოლაპარაკება მაინცდამაინც „ლელოსთან“ აწარმოოს, თუ ის იმავე თემაზე დიალოგს ბევრად უფრო ძლიერ და გავლენიან ოპოზიციურ ძალებთანაც არ თანხმდება?

მით უმეტეს, რომ მმართველ პარტიას კარგად ესმის - და ამაში, სავარაუდოდ, არც ცდება - რომ არსებული ვითარებაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მისთვის კაპიტულაციას და ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაბარებას ნიშნავს.

ამიტომაც ვსვამ მხოლოდ ერთ კითხვას: რა არის ამ ინიციატივის რეალური „რეზონი“?

„სწორია თუ არასწორია“ - ამ დებატში ახლა არ შევდივარ.

უბრალოდ ასე ძვირი უჯდება პოლიტიკოსს ერთი სტრატეგიული შეცდომა.

ისტორია ამის თვალსაჩინო მაგალითებს კარგად იცნობს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის ერთ დროს მიღებული მცდარი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თავადაც მთელი ცხოვრება მწარედ ნანობს - თუმცა უკვე გვიან არის.

პოლიტიკოსი „მენაღმეს“ ჰგავს: მას შეცდომის დაშვების უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს.

„პოლიტიკა სასტიკია“, როგორც ამბობდა ედუარდ შევარდნაძე.

დათო გამცემლიძე
ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა