თაკო ჩარკვიანი: „მოლაპარაკე ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია — იუმორი გადაგვარჩენს
ლელა ჯეჯელავა: სახელისუფლებო ექსპერტებმა „პლასტინკა გადაატრიალეს“ და ახლა იმავეს ამბობენ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით
კალასი: ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება, თუმცა ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
Russia’s overnight attack kills 12, including Indian citizen
Death toll from Russian ballistic missile attack in Kyiv rises to eight
Zelensky enacts NSDC decision on regions' preparations for winter
China assured Finland it would not allow Russia to use nuclear weapons – Finnish president
Russian army loses another 1,440 personnel and 71 artillery systems over past 24 hours

რომან გოცირიძე - ქონების გადასახადი არ უნდა იქცეს მოქალაქის დასჯის ინსტრუმენტად

ნახვები: 190 რომან გოცირიძე - ქონების გადასახადი არ უნდა იქცეს მოქალაქის დასჯის ინსტრუმენტად
რომან გოცირიძე - პოლიტიკოსი
 
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გვატყუა, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დაბეგვრის წესს შეცვლიდა, მაგრამ ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია. ახლა კი, როცა საკითხი უკვე პოლიტიკურად და სოციალურად მწვავე გახდა, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის შეცვლას და არსებული შეღავათიანი ზღვრის გაზრდას აპირებენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
მხოლოდ შეღავათიანი ზღვრის გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. აუცილებელია ქონების გადასახადის განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება.
რატომ?
2004 წელთან შედარებით საქართველოში უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში ინფლაციისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო ათჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მაგალითად, თუ ბინა 100 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით 165 ათასი ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო დაახლოებით 260 ათასი ლარი იქნებოდა.
მიწა, რომელიც წლების წინ კვადრატულ მეტრზე 10-20 დოლარი ღირდა, დღეს დოლარში დაახლოებით ათჯერ, ხოლო ლარში 20-30-ჯერ და უფრო მეტად ძვირია. იგივე შეიძლება ითქვას კომერციულ უძრავ ქონებაზეც.
მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ, საქართველოში უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 1,5-ჯერ გაიზარდა.
ამ პირობებში ძველი საგადასახადო განაკვეთებისა და ძველი შეფასების პრინციპების შენარჩუნება აბსურდია.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა თავად ქონების შეფასების წესია.
დღეს ადამიანს ფაქტობრივად თავად უწევს საკუთარი უძრავი ქონების ღირებულების შეფასება. შედეგად ვიღებთ სრულიად კურიოზულ ვითარებას: არა თუ ერთ ქუჩაზე, არამედ ერთსა და იმავე კორპუსში მცხოვრები ადამიანები ერთი და იმავე ფართობისა და დაახლოებით ერთი და იმავე ღირებულების ბინაზე სხვადასხვა ოდენობის ქონების გადასახადს იხდიან.
ეს უკვე არა უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი, არამედ სისტემური პრობლემაა.
მეტიც-ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოექმნა, თუმცა ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის.
და სწორედ აქ იწყება ყველაზე სახიფათო ნაწილი.
ხელისუფლების ხელში იქმნება უზარმაზარი რეპრესიული ბერკეტი-უამრავი ადამიანი გადასახადს არ იხდის, ნაწილი იმიტომ, რომ ამის შესახებ არ იცის, ნაწილი კი იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ გადაიხდის. ამას ემატება ქონების შეფასების ერთიანი, სტანდარტული და გამჭვირვალე სისტემის არარსებობა.
სწორედ ამიტომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ ბედავდა ამ „პანდორას ყუთის“ გახსნას. საკითხი იმდენად ბევრ ადამიანს ეხება, რომ მისი მასშტაბური ამოქმედება სერიოზულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს შექმნის.
ახლა კი თავად ხელისუფლება იძულებულია, ეს სისტემა შეცვალოს. თანაც, შეეცდება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს.
მაგრამ ცვლილება მხოლოდ კოსმეტიკური არ უნდა იყოს.
შეღავათიანი ზღვრის მცირედით გაზრდა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. საჭიროა:
-მნიშვნელოვნად შემცირდეს ქონების გადასახადის განაკვეთი;
-დაინერგოს ქონების შეფასების ერთიანი, ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდოლოგია;
-გამოირიცხოს ერთი და იმავე ტიპის ქონებაზე გადასახადის თვითნებური და ერთმანეთისგან განსხვავებული დათვლა;
-დაცული იყოს სოციალურად მოწყვლადი ოჯახების ინტერესები.
ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების მორიგი პიარული „რეფორმა“.
თუ ცვლილება მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოების უკმაყოფილება დროებით განეიტრალდეს, მაშინ პრობლემა კი არ მოგვარდება-უბრალოდ კიდევ ერთხელ გადაიდება.
ამიტომ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ არა სისტემის კოსმეტიკური შეკეთება, არამედ მისი რეალური რეფორმირება.
ქონების გადასახადი არ უნდა იქცეს მოქალაქის დასჯის ინსტრუმენტად. ის უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და ეკონომიკურად რაციონალური.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა