პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია

ნახვები: 347 რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია

დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მხოლოდ გარკვეული დეტალები დააზუსტეს.

„მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და არ სჭირდებოდა არანაირი რადიკალური ცვლილებები. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია, გარკვეული დრო არის საჭირო, რომ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე რა პრეპარატებიც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია როგორც მედიკამენტების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით. დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

კალოიანის თქმით, კონსილიუმში ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ.

„ვერ გეტყვით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა მოხდება თუ არა“, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. მათივე ცნობით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა