საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს

21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

19.03.2026 ნახვები: 277

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა