გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

ნახვები: 360 ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე. ერთი მთავარი ელემენტი, რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული გზის მიტოვების დღის წესრიგი ფრთხილად დამალა. ეს მთავარი საკითხია, რადგან „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ რომ ეთქვა - ჩვენ ევროპული გზის მიტოვება გვსურს - მაშინ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი, შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

მისი თქმით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს“

„ეს საკითხი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, ხუმრობას წარმოადგენს. მეორე პასპორტი ყველას აქვს. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ის ზომები, რომლებმაც შეიძლება ამ ხალხს ხელი შეუშალოს, რომ პარიზში მოდის კვირეულზე ჩავიდნენ ან შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში მოინახულონ. საქართველოში ერთი წლის წინ ვიყავი და მაშინ ხალხს ვუთხარით, რომ ევროკავშირი მზად იყო ვიზებთან დაკავშირებით რეალური სანქციები დაეწესებინა. შემდეგ, როგორც ჩანს, ლეგალური პრობლემა აღმოჩნდა და ეს არ მოხდა. კითხვა მაქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ: რატომ არ შევთავაზეთ საბჭოს სანქციები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით? ნუ მეტყვით, რომ ერთსულოვნება არ არის. ვიცი, რომ ერთსულოვნება არ გაქვთ და უნგრეთის ხმა არ გაქვთ. მაგრამ, ეს პოლიტიკური გზავნილი იქნება იმისა, რომ საქართველო სრულიად იზოლირებულია და მას მხოლოდ უნგრეთი მფარველობს. ეს უნდა გააკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა