პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში

ნახვები: 322 Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში

2025 წელს საქართველოს რეიტინგის 4-ქულით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში, - ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი.

“საქართველოში მთავრობის წინააღმდეგ დიდი მასშტაბის პროტესტები, რომლებიც 2024 წელს დაიწყო, 2025 წელს გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალისა და არასათანადოდ მოპყრობის წინაშე იყვნენ. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის ოპონენტები განიცდიდნენ ფიზიკურ თავდასხმებს, შევიწროებას და ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომელთა მიზანია, საჯარო საქმეებში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის ხელის შეშლა. ქვეყნის რეიტინგი 4 პუნქტით შემცირდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოს თავისუფლების რეიტინგის ვარდნა ყველაზე დიდი იყო ევრაზიის რეგიონში.

„საქართველოში პროფესორები, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მთავრობისადმი, თანამდებობებიდან გათავისუფლების რისკების წინაშე იყვნენ, რაც მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის უფრო ფართო ძალისხმევების ნაწილია, რომ საკუთარი პოლიტიკური კონტროლი საგანმანათლებლო სისტემაზე განავრცონ. დამატებით, “ქართული ოცნების” მთავრობამ საპარლამენტო კომისია შექმნა ოპოზიციის წევრების გამოსაძიებლად და დააპატიმრა ისინი, ვინც უარი თქვა მონაწილეობაზე, და ზოგიერთს პატიმრობა მიუსაჯა მოგონილი ან შეთხზული ბრალდებებით. ამ ზომებმა წვლილი შეიტანეს წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგის 4-ქულიან ვარდნაში, რაც ყველაზე დიდი იყო ევრაზიის რეგიონში”, - ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოზე უარესი ვარდნა (რომელმაც 4 ქულა დაკარგა) 2025 წელს განიცადეს მხოლოდ გვინეა-ბისაუმ (8 ქულა), ტანზანიამ (7 ქულა), ბურკინა-ფასომ (5 ქულა), სალვადორმა (5 ქულა) და მადაგასკარმა (5 ქულა).

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა