პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს

ნახვები: 334 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მაიამიში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, არსებობს სიგნალები რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესაძლო გაგრძელების შესახებ, თუმცა ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდისგან ინფორმაცია მიიღო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის ყურადღება ამჟამად ძირითადად ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა კონცენტრირებული.

„თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი ასევე უნდა დასრულდეს. ამას მსოფლიოში ყველა ერთნაირად აღიქვამს და ძალიან მადლიერი ვარ ამერიკული საზოგადოების უკრაინისთვის ნორმალური, ღირსეული მშვიდობისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ აგრესორმა არ მიიღოს ჯილდო ომისთვის. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა არ გახდეს იძულებული, თვეების ან წლების შემდეგ ომში დაბრუნდეს. ამის მისაღწევად, უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი უნდა იყოს.

„საერთო ჯამში, სიტუაცია საკმაოდ ნათელია: პუტინს არ სურს ომის დასრულება. მაგრამ მთავარი არის ის, თუ რა სურს მსოფლიოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა ეს ომი დასრულდეს“, - დაასკვნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის 21-22 მარტს ფლორიდაში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი, უკრაინის დელეგაციაში კი შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა