პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს

ნახვები: 352 გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს

შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოულორი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

„შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, - წერს ლოულორი X-ზე.

ცნობისთვის, გასულ კვირას ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. ნანუაშვილი სუს-ში 17 მარტს დაიბარეს. ნანუაშვილის თქმით, სუს-ის გამომძიებელმა განუცხადა, რომ მოწმის სტატუსით “მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო იყო დაბარებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა