მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

სენატორი ჯიმ რიში - „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ნახვები: 348 სენატორი ჯიმ რიში - „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ“.

ამის შესახებ მან Independence Avenue Meida-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა, ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის“, - განაცხადა რიშმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ორპარტიული და ორპალატიანი „მეგობარი აქტის“ მისაღებად ძალისხმევას აგრძელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა