მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8-14 აპრილს მატარებლების რეისებს ამატებს

ნახვები: 372 „საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8-14 აპრილს მატარებლების რეისებს ამატებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი ასეთია:

8, 9, 10, 11, 13, 14 აპრილი - თბილისი - ბათუმი: გასვლა:10:10, ჩასვლა: 15:22;

ბათუმი - თბილისი: გასვლა: 18:30, ჩასვლა: 23:29;

8, 9, 10, 11, 13 აპრილი - თბილისი - ფოთი: გასვლა: 09:10, ჩასვლა: 14:45;

ფოთი-თბილისი: გასვლა: 17:20, ჩასვლა: 22:54.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge, აპლიკაციის საშუალებით: onelink.to, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა