პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

კირ სტარმერი - სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს - ისინი ვერ გაიმარჯვებენ

ნახვები: 362 კირ სტარმერი - სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს - ისინი ვერ გაიმარჯვებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტარმერმა ჰელსინკიში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, ევროპელებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ და ხელი უნდა შეუწყონ შეიცვალოს ნარატივი, თითქოსდა რუსეთის გამარჯვება გარდაუვლია.

„რეალობა ადგილზე ისაა, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს საშინელ ფასს აკისრებენ. ამიტომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა“, - აღნიშნა სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა