პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ემანუელ მაკრონი ​- იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი

ნახვები: 341 ემანუელ მაკრონი ​- იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა იერუსალიმში მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ისრაელის პოლიციამ ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.

მაკრონმა ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, ხოლო პატრიარქსა და წმინდა მიწის ქრისტიანებს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წმინდა ადგილებზე რელიგიური რიტუალების აღსრულების უფლება სულ უფრო იზღუდება და ეს შემაშფოთებელია.

„იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.

ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა