პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ბენიამინ ნეთანიაჰუ - შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ

ნახვები: 340 ბენიამინ ნეთანიაჰუ - შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ.

ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ნამსხვრევები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში დაეცა.

„დღეს კარდინალ პიცაბალას უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო სთხოვეს, აღდგომის ტაძარში მსახურება არ ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს შეშფოთება, როგორც კი შევიტყვე კარდინალ პიცაბალასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ დავავალე, რომ პატრიარქს მისცენ საშუალება, ჩაატაროს წირვა ისე, როგორც სურს“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა