პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

ნახვები: 344 დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი – კუნძული ხარგი დაიკავოს.

„გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?“ ისინი სულელები არიან“,- განაცხადა ტრამპმა.

კუნძულ ხარგზე ირანის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი გადის. აშშ-ის პრეზიდენტმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას კუნძულის დაკავების შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამერიკული ძალები ობიექტს „ადვილად“ დაეუფლებოდნენ.

„შეიძლება, ავიღოთ კუნძული ხარგი, შეიძლება – არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული ხნით დავრჩებოდით. არ მგონია, მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ, ძალიან ადვილად ავიღებდით“, – განმარტა ტრამპმა.

ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის შუამავლობით წარმოებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკულ მხარეს შორის წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

„შეიძლება, შეთანხმება საკმაოდ სწრაფად დაიდოს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა