პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა

ნახვები: 323 ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა

ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე), ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ნატო-სთან ინტეგრაციის პოლიტიკის ჩამოშლას ალიანსის ანგარიში ასახავს.

„ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა. წლები დასჭირდა ,,ასპირანტის“ სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.

ალიანსის ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.

პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატო-ს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP - Partnership For Peace ერქვა.

ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.

საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე), ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.

ალიანსმა ნატო-სთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.

ბოლომდე!“ - წერია ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა