კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს
War update: 171 combat engagements on front line over past day
Russia loses 1,060 troops, three MLR systems in war against Ukraine over past day
Occupation administration of Yalta destroys city's historical and cultural heritage – National Resistance Center

უცხოური გრანტების რეესტრში გრანტის მიმღებთა რაოდენობა 31-ს შეადგენს

01.04.2026 ნახვები: 219

2026 წლის, 31 მარტის მონაცემების მიხედვით, უცხოური გრანტების რეესტრში გრანტის მიმღებთა რაოდენობა 31-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, დონორთა რაოდენობა არის 44, ხოლო საგრანტო ხელშეკრულებების ოდენობა 46.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებიდან, 15 პროექტი არის მიმდინარე, დანარჩენი კი დასრულებულის სტატუსის მქონე.

გრანტის მიმღებთა შორისაა: „საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია“; „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“; კიბოთი დაავადებულ ზრდასრულთა მხარდაჭერის საქველმოქმედო ორგანიზაცია - „იპოვე შენი გზა“; „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველო”; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი; „პირველი ნაბიჯი საქართველო“; „საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ასოციაცია ტაბითა“; „საზოგადოებრივი დამცველი“; „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“; „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“; საერთაშორისო ფონდი „კურაციო“; საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი ხესედი ელიაჰუ; „სურსათის ბანკი საქართველო“, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, „ქრისტიანთა კავშირი“; საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის-საბუკო; საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მწვანე ბორჯომი“; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია; „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“; ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი; ხესედი აბული; ებრაელთა გამავრცელებელი კომიტეტი „ჯოინთი“ საქართველოში; საქველმოქმედო კავშირი თემი; საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი; საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია; „ქონსორთ ჯორჯია“; „მშობელთა ხიდი“; „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია“; „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“; „აინ რენდის ცენტრი საქართველო“.

რაც შეეხება დონორებს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით დონორთა შორის არიან: საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (https://istc.int/); ALDA - Association Européenne pour la Democratie Locale; ევროპის კავშირი, წარმოდგენილი ევროპული კომისიის მიერ; „მაკ“; ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN); Com over en help foundation; გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო (Auswärtiges Amt); არაკომერციული შპს საერთაშორისო განათლებისა და შეხვედრის სივრცე (Internationales Bildungs - und Begegnungswerk GmbH); გაეროს დემოკრატიის ფონდი; Results for Development; ცენტრალური ბრიტანული ფონდი მსოფლიო ებრაელთა დახმარებისთვის; არაკომერციული ორგანიზაცია ფიფლ ინ ნიდ - ფილიალი საქართველოში; ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; HEKS-EPER წარმომადგენლობა საქართველოში; ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute for Health and Care Research); Eurasian Missions; კემბრიჯის უნივერსიტეტი The University of Cambridge; ეკპატ ინტერნეიშენალი (ECPAT International); აზიის განვითარების ბანკი; კავკასიის ბუნების ფონდი (CNF); გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისი უზბეკეთში (UNICEF UZB CO); ევროკავშირის გრანტი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი “Global Initiative on Psychiatry – Tbilisi (GIP-T); Réseaux IP Européens Network Coordination Centre (RIPE NCC); ებრაელთა გამავრცელებელი კომიტეტი ,,ჯოინთი'' საქართველოში; Wikimedia Foundation, Inc; ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიურო - The International Catholic Child Bureau (BICE); THE SIGRID RAUSING TRUST; EURO-ASIAN JEWISH CONGRESS; ეკპატ ინტერნეიშენალი (ECPAT International); ცენტრალური ბრიტანული ფონდი მსოფლიო ებრაელთა რელიეფისთვის; ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; დიაბეტის მსოფლიო ფონდი (World Diabetes Foundation); კემბრიჯის უნივერსიტეტი The Chancellor Masters and Scholars of the University of Cambridge of The Old Schools, Trinity Lane, Cambridge CB2 1TN; STICHTING BIRDLIFE EUROPE; Fauna & Flora International (“Fauna & Flora”); ჩეხეთის რესპუბლიკა- საგარეო საქმეთა სამინისტრო; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო; Czech REpublic - Ministry of Foreign Affairs; ჩეხეთის საელჩო საქართველოში; გაეროს განვითარების პროგრამა; Vital Strategies; პრომეთეუსის ფონდი (Prometheus Foundation).

ასევე მონაცემებში მითითებულია, რომ ერთ-ერთი გრანტი გაცემულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის(Polsko-Amerykańskiej Fundacji Wolnośc) მიერ ტრანსფორმაცია რეგიონში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თავის მხრივ ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის(Fundację Edukacja dla Demokracji.)

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა