პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

რომის პაპი - ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ

ნახვები: 301 რომის პაპი - ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ

რომის პაპმა ლეო XIV-მ იმედი გამოთქვა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი აღდგომამდე დასრულდება.

„მითხრეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. იმედი მაქვს, რომ ის გამოსავალს ეძებს. იმედია, ის ეძებს გზას ძალადობის, დაბომბვის შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ სიძულვილის აღმოფხვრაში, რომელიც იქმნება და მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ.

„მათ მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში. ეს წელიწადის ყველაზე წმინდა დრო უნდა იყოს. ეს მშვიდობის დროა, რეფლექსიის დრო. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, მსოფლიოში, ბევრ ადგილას, ვხედავთ უამრავ ტანჯვას, სიკვდილს, უდანაშაულო ბავშვებსაც კი. გამუდმებით მშვიდობის მოწოდებით გამოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სურს სიძულვილის, ძალადობის, ომის წახალისება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა