პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია

ნახვები: 319 თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია

 

თბილისში ახალი ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის მოეწერა ხელი.

ახალი ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბს“ დაუკავშირდება.

პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე 7.5 კილომეტრი იქნება და მასზე 11 გაჩერება განთავსდება. პროექტის მიზანია დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ქსელთან დაკავშირება და ქალაქის ცენტრის მიმართულებით მგზავრობის დროის შემცირება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრამვაის დეპოსა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. დეპო 11 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურებასა და ექსპლუატაციაზე იქნება გათვლილი.

მერიის ცნობით, ხაზის მშენებლობის პარალელურად ცალკე ტენდერი გამოცხადდება 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესაძენად.

პროექტის დასრულების შემდეგ ტრამვაის ხაზი თბილისის ერთიან საზოგადოებრივ სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა