ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ენტონი ბლინკენი - მოსკოვი ამზადებს ფონს გააყალბოს მოვლენები, ეს ტაქტიკა რუსეთმა საქართველოშიც გამოყენა

ნახვები: 600 ენტონი ბლინკენი - მოსკოვი ამზადებს ფონს გააყალბოს მოვლენები, ეს ტაქტიკა რუსეთმა საქართველოშიც გამოყენა

მოსკოვი ამზადებს ფონს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს და ამით გაამართლოს უკრაინელ ხალხზე თავდასხმა, გააყალბოს მოვლენები და შექმნას ცრუ ინფორმაცია გენოციდის შესახებ, რათა ამით გაამართლოს, სამხედრო ძალის გამოყენება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა მანამდეც გამოიყენა, მათ შორის საქართველოში.

ბლინკენი ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა გააძლიერა დაბომბვა უკრაინელი ხალხის ნების გატეხვის მიზნით.

„გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია სამხედრო დანაშაულები. პირადად მე ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ სამიზნედ ამოღება სამხედრო დანაშაულია. გასული სამი კვირის განადგურების შემდეგ, მიჭირს სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა