ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 596 პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

კენჭისყრის პროცედურის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, თუ როგორი იყო ბოლო წუთების ინფორმაცია, ნიკა მელიას მიერ გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და ხომ არ იყო თანხა შეტანილი. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კენჭისყრის დაწყებამდე დააზუსტა და განაცხადა, რომ გირაოს თანხა გადახდილი არ არის. სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

ფოტო და მასალა: IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა