ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიგი უგულავა - ეს არის ერთი ნაბიჯი რიგგარეშე არჩევნებისკენ

ნახვები: 598 გიგი უგულავა - ეს არის ერთი ნაბიჯი რიგგარეშე არჩევნებისკენ

თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა გიორგი გახარიას გადადგომას. მისივე თქმით, დღევანდელი დღე მოლაპარაებისთვის სივრცეს იძლევა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს დილით გადადგა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი და ნიკა მელიას დაპატიმრების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არ შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას. ამასთან, გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მძიმე კოლაფსშია, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიძლება იყოს ერთ და მთავარ საკითხზე, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძისა და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს. დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებისთვის. ეს სივრცე ამ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც დღე და ღამე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ. გამარჯვება ახლოს არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მშვიდი. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას უფლება, თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, რადგან ჩვენი ამოცანა არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გასტუმრებაა. რიგგარეშე არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. როდესაც პრემიერ-მინიტსრი გადადგება, ეს არის ერთი ნაბიჯი რიგგარეშე არჩევნებისკენ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა