ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯო ბაიდენის სფიჩი - “დრო თვალს ეფარება” ანუ “პუტინი ცუდია” და “ხალხი კარგი”?

ნახვები: 1154 ჯო ბაიდენის სფიჩი - “დრო თვალს ეფარება” ანუ “პუტინი ცუდია” და “ხალხი კარგი”?

 სამჯერ მოვისმინე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვა -  როგორც ადამიანი, ვისაც რაღაც შეხება მქონია ამ პროფესიასთან, ვიტყვი, რომ წმინდად სფიჩრაიტერული თვალსაზრისით, უძლიერესი სიტყვა იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ნუ გეშინიათ” - დაიწყო ბაიდენმა დიდი პაპის, იოანე პავლე მეორეს (პოლონელი კარლ ვოიტილას) ისტორიული მესიჯით.

ოღონდ..... წმინდა რიტორიკული შეფასებების გარდა საზრისნიც ხომ უნდა ვიგულისხმოთ?

პრობლემა ის კი არ არის მხოლოდ, რომ “თემურ ლენგზე” მჭერმეტყველება არ ჭრის ზოგადად.

და არც ის (მხოლოდ), რომ მართალია ითქვა “პუტინი ხელისუფლებაში არ უნდა დარჩესო”, რაც აჩენს ეჭვს, რომ “მედვედევი სჯობია” ან “ნავალნი სჯობია” და სხვა მსგავსნი მაშინ, როცა პრობლემა არც პუტინია და არც მედვედევი. პრობლემა რუსეთის “დეიმპერიალიზაციაა”. ისევე, როგორც თავის დროზე გერმანიის დენაციფიკაცია იყო.

“ეს იგულისხმებაო”...... არა. არ იგულისხმება, სანამ არ გაჟღერდება!

არ გაჟღერებულა. მოისმინეთ, დარწმუნდებით.

“ნაგულისხმევობა” სამკვდრო-სასიცოცხლო მესამე მსოფლიო ომის დროს არ ჭრის ისევე, როგორც თემურ ლენგზე არ ჭრის ყველაზე დიდოსტატურად მიგნებული რიტორიკული ფიგურები.

“პუტინი ცუდია” და “ხალხი კარგი”, რაც ამ სფიჩის დედააზრი გამოვიდა - უკაცრავად, იმპერიალიზმი ამ ხალხის დომინანტური უმრავლესობის ეჭვმიუტანელი ღირებულებაა. სანამ ეს არ გაჟღერდება, სხვა ყველაფერი ფუჭი იქნება.

ოღონდ ესეც არაა მთავარი პრობლემა

მთავარი და პირადად ჩემთვის გულისმომკვლელი პრობლემა იცით რა არის?

ის, რომ ეპოქა, რომლის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენლის, დიდ რონალდ რეიგანთან ერთად იმ ეპოქის კორიფეს, პაპ იოანე პავლე მეორეს მესიჯითაც დაიწყო ბაიდენმა სფიჩი.......დიახ, ის ეპოქა და მისი სულისკვეთება, თანდათან “თვალსა და ისტორიულ წყვდიადს ეფარება”.

ხომ არის ასეთი გენიალური ქართული გამოთქმა - “დრო თვალს ეფარება”.....

შესაბამისად მისი ვნებები, მისი პრიორიტეტები, მისი რიტორიკული ფიგურები, მისი არქეტიპები, მის მიერ შექმნილი ღირებულებები და თვით სულისკვეთებაც კი, წლების სიმძიმის გამო., თანდათან ხუნდება, “დევალუირდება”, სულ უფრო შორეული და ახალი თაობისათვის “მხრების აჩეჩვამდე” გაუგებარი ხდება.

აი ესაა მთავარი უბედურება რაც საბედისწერო საფრთხეს გვიქმნის თანამედროვე ლანგ-თემურის წინაშე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, საბრალო(!) გულწრფელმა რომანტიკოსმა, ფრენსის ფუკუიამამ გულამოსკვნით დაწერა: “1989 წლის სულისკვეთება მაინც უკვდავიაო”.

ამით დაადასტურა: აბსოლუტურად გულწრფელი იყო მის დიდ ილუზიაში “ისტორიის დასასრულის” შესახებ.

და თუ რას გულისხმობდა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა, სამწუხაროდ, ამას ვერ გაიგებს. ვერა!

ვერაფრით ვერ გაიგებს, რა ჭკვიანებიც არ უნდა იყონ (ჩვენზე ბევრად ჭკვიანები არიან) რა გამჭრიახნიც არ უნდა იყონ (ჩვენზე ბევრად გამჭრიახნი არიან) რამდენად უფრო ინფორმირებულნიც არ უნდა იყონ, რადგან......ის სულისკვეთება, რომელიც ყველას დაგვეუფლა, როცა Pink Floyd-ის აკომპანემენტით, გიჟური სიხარულით ვადევნებდით თვალს ბერლინის კედლის ნგრევას, ისტორიის მრისხანედ მბრდღვინავ ცეცხლში იფერფლება.

ეს სულისკვეთება მათი არ არის. ხოლო “ჭეშმარიტი ისტორია ისაა, რაც განცდილია”.

ის “კოორდინატთა სისტემა”, რომლის განზომილებით წერტილებს 1989 წელს ქმნიდნენ “ბერლინის კედელი”, პაპი იოანე პავლე მეორე, “რკინის ფარდა”, “საბჭოთა ბლოკი”, დიდი რონალდ რეიგანი, კომუნიზმი, დისიდენტური მოძრაობა, პრაღის გაზაფხული, სსრკ-დან ემიგრაცია, ბრეჟნევის მარაზმი, ალექსანდერე სოლჟენიცინი, ანდრეი სახაროვი, საოცნებო ნიუ იორკის მიუწვდომლობა.....გაცვდა, დაჭკნა და აღარ არსებობს.

ჰოდა, იმ სისტემაში ოპერირებით, ბატონო პრეზიდენტო, პუტინს ვერ დაამარცხებთ, ვერა!

ბრეჟნევის დროს “ნორნიკელის” დირექტორი FC “ჩელსის”არ ფლობდა, ხოლო სტამბულში მოსკოვიდან გადაფრენა 40 რუბლად არ იყო შესაძლებელი. ისევე, როგორც ინტერნეტში Pink Floyd-ის შედევრთა მობილურზე გადმოქაჩვა.

აი ზუსტად ამიტომ, პუტინის იმპერიალისტური ფენომენი ისტორიულად ბევრად სახიფათოა სინამდვილეში.

ამით არის იგი აქტუალური. ხოლო მასთან საბრძოლველად წარსულის მესიჯებით ოპერირება (როცა ნამდვილი პრობლემის, ანუ ისტორიული რუსული იმპერიალიზმის ხსენებას ერიდები), სრულებით ფუჭი და არარელევანტური.

ახალ ეპოქას კოორდინატთა ახალი სისტემა, წინააღმდეგობის ახალი ფილოსოფია და ახალი თაობის ლიდერშიპი სჭირდება.

ბაიდენი წარსული ეპოქის ადამიანია.

თანაც...... რონალდ რეიგანი ნამდვილად არ არის პიროვნულადაც.

დათო გამცემლიძე - ისტორიკოსი, ჟურნალისტი

ფოტო: AA

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა