სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ხელისუფლება როგორც ტირანი

07.03.2021 ნახვები: 870

საკმაოდ რთულია ამ ვითარებას უყურო გულგრილად, როგორც მორალური ასევე სამართლებლივი და პოლიტიკური ასპექტით.

პირველ რიგში რაც გაშფოთებს ადამიანს შვილია. იგივე იყო შეშფოთებისა და განრისხების მიზეზი 2012 წლისთვის მომწიფებული ვითარებისას. მაშინაც მრავლად ვიყავით ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებისკენ არ მივილტვიდოთ, არამედ სისტემის მხილებით ვცდილობდით საკუთარი და სხვისი შვილების გადარჩენას.
არც მილიონი აგვიღია სახელისუფლებო კოალიციაში მოსახვედრად და ახლა დანარჩენ საზოგადოებას არ ვასწავლით რა ცუდია მიშა და რა ცუდია ასევე ბიძინაც. მხოლოდ იმიტომ რომ ის მილიონი დახარჯულია და ახლა მორიგჯერ გვინდა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, 2012 წლის შემდგომ სტანდარტის განმსაზღვრელები ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც ანგარების შედეგად ჩამოყალიბდნენ მხარედ.
არასოდეს მიფიქრია, 2012 წლის შემდეგ ჩემს მიმართ განხორციელებული ტერორი (!) გამეხადა განზოგადოების საგნად. რატომ? მაშინ ნებისმიერი კრიტიკულ აზრს ობივატელი ან კრიტიკის ადრესატი სუბიექტურ პრიზმაში გაიაზრებდა, როგორც ნაწყენი და გაბოროტებული ადამიანის მიერ გამოთქმულს.
მოგვიანებით, უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო. აბსოლუტურად ობიექტური ბუნებაში არაფერი არსებობს, განსაკუთრებით აზრი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი ჩემს პრინციპებთან არ წავსულიყავი კომპრომისზე და თეთრისთვის თეთრი, შავისთვის კი შავი დამერქმია. თან, არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორი ფერით აღიქვამს სამყაროს და ეს გარემოებაც მაძლევდა ძალას განსაკუთრებით ხისტი ვყოფილიყავი ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც ჩემგან სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ღირებულების მქონეს, უფლების დასაცავად.
----
დაიხ, შვილი არის წითელი ხაზი, ჩემთვის ნებისმიერი შვილი და არა მხოლოდ ჩემი. ვერაფრით გავამტყუნებ იმ ადამიანებს, რომელთა შვილები დაატერორეს და დადუმდნენ. ერთი ის, რომ საფრთხეს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, მით უფრო მაშინ, როდესაც კვაზისახელმწიფოში ძალაუფლების მფლობელები გეტაკებიან შუბლით. და მეორეც - „ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია". ანუ სად უნდა იპოვნო სამართალი იქ, სადაც სახელმწიფო მანქანა გებრძვის. მესამე - იმ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ „ჩემი შვილის" ფენომენი მუშაობს და ამ „ჩემისთვის" მშობლების უმეტესობა მზად არის დაჩაგროს „სხვისი შვილი" ვისგან უნდა ელოდო სოლიდარობას? შეხედეთ, არის საზოგადოება ერთსულოვანი დაჩაგრული 15 წლის ბიჭის მიმართ? თუნდაც 2010 წლის იყოს ჩანაწერი - რამეს ცვლის? და 2010 წელს ხომ თავად ჩანაწერების ფიგურანტი სულ რაღაც 16 წლის არის... ეს ხომ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ფსიქოლოგიური და მორალური ასპექტების გათვალისწინებით. დუმილი, ან „გაპრავება" კი ამ საზოგადოების, უფრო სწორად მდუმარე და „გამპრავებელი" მშობლების აბსოლუტურ დეგრადაციას ადასტურებს.
ქვეყანაში სადაც 10-დან 8 მჯიღს ირტყამს გულზე, რომ არის პატრიოტი და თან მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფეხებზე იკიდებენ ეროვნული სოლიდარობისა და ქრისტიანობის უმთავრესი პრინციპის განმსაზღვრელ ფაქტორის - ადამიანს, მით უფრო ბავშვს. ჩვენ ხომ ყოველ წამს ვჩაგრავთ ღმერთის მიერ ხატად თვისა შექმნილებს. ვჩაგრავთ ფიზიკურად, მორალურად... ვკლავთ, ვაშანტაჟებთ, ვსპობთ... და ეს ნორმაა იმისთვის, რომ „მე", „ჩემი შვილი" იყოს სხვაზე უფრო „მაგარი"...
მოკლედ, არ ვაპირებ ამ მორალურ დეგრადაციაზე ვისაუბრო... მინიმუმ ის ვიცი რომ კუზიანს სამარეც ვერ ასწორებს და კედლისთვის ცერცვის შეყრასაც აზრი არ აქვს....
დიახ, რაც ვნახეთ არის უმძიმესი ფაქტი... მაგრამ ამის გააზრებას ნამდვილად ვერ მოსთხოვ სოზარ სუბარს, რომელიც სახალხო დამცველიდან სახალხო სირცხვილად იქცა. რატომ ვახსენე საუბარი და არა სხვა, თუნდაც ჩანაწერის ფიგურატები? იმიტომ რომ ამ პერსონის მიერ გავლილი გზის გააზრებით ნათლად ჩანს -ადამიანის დეგრდაციას საზღვარი არ გააჩნია.
---
ჩანაწერი რომ ფაბრკაცია არ არის, რა ნარატივსაც ახლა გვთავაზობს ხელისუფლება და ნამდვილია, ამას ადასტურებს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს საგანგებო შეკრება, ეთერში გაშვებამდე და იმის „მოფიქრება", რომ ფაქტი 2010 წლისაა. რამდენმა ადამიანმა იცოდა 2010 წელს ბერას არსებობა? რომელ სოციალურ ქსელს ფლობდა იგი იმ პერიოდში? ტრიიიი, ტრიიი - 2017-2018 წელია... გამოძიებისთვის სხვა - ძალიან ბევრი ადვილად მოსაპოვებელი ფაქტია ამ ჩანაწერში - დაწყებული სისტემური დანაშაულიდან და არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობით, დასრულებული -თანამდებობის ბოროტად გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით.
აქ უბედურება ის არის, რომ „ოცნებაში" ხალხი ბრბო და იდიოტების კრებული ჰგონიათ, რომელმაც ყველაფერი უნდა გადაყლაპოს, რასაც მას მდინარაძე თუ ვოლსკი „გაუსპიკერებს". და განა არ ყლაპავენ?
-----
პრემიერი ახლა სახლისკენ მიმავალ გზას უნდა მიუყვებოდეს. ამ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა იმას, სატელეფონო საუბრის დროს პრემიერ-მინისტრს რა თანამდებობა ეკავა. იგი ეჭვმიტანილია მინიმუმ 15 წლის მოზარდზე განხორციელებული ძალადობის დაფარვაში. სულაც არაფერი რომ არ ვთქვათ, ამ „ჩაფსმული" მოზარდის მორალურად იმ ზომამდე განადგურების შეფასებაში, რომ ის სკოლაში ვერ წავა. ამიტომ, ვიმეორებ, პოლიტიკურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩანაწერი 2010 წლისაა თუ 2021 წლის. ღარიბაშვილი, როგორც პერსონა საშიშია საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა მას არ უნდა ეკავოს, არც მორალური და არც პოლიტიკური სტანდარტით.
„ქართული ოცნება" კი, როგორც სახელისუფლებელო ძალა, პროკურატურისგან ითხოვდეს ფაქტის მყისიერ გამოძიებას და აკეთებდეს განმარტებებს, მინიმუმ ბოდიშის ტონალობაში...
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც თან სდევს ამ პროცესს როგორც პოლიტიკური კრიზისი, გვერდს ავუვლი. ერთს კი ნამდვილად ვიტყვი - ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა იქნება კითხვის დასმა: უნდა დარჩეს თუ არა ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა, რომლის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი არასრუწლოვანის წინააღმდეგ ძალადობისა და დანაშაულის დაფარვის საქმეშია საზოგადოებისგან „ეჭვმიტანილი"? სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პროკურატურა რომ არ აპირებს ამას ვხედავ.
ამ ვითარებაში ერთადერთი რაც დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, თავად ხელისუფლება არის იმიტაცია და ფაბრიკაცია - მოჩვენებითი დემოკრატიული ფასადიც კი ჩამოდღაბნილი აქვს და მისი არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და შანტაჟი განაპირობებს. ძალადობა და შანტაჟი, როგორც ტირანიის მთავარი ინსტრუმენტი. 
---
ახლა ერთი გადახვევა - მე ვიცნობ „ქართული ოცნების" ხელისუფლების წევრებს მაღალი მორალური და ზნეობრივი სტანდარტით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რომლებიც წლებია ცდილობენ რაღაც შეიცვალოს შიგნიდან, რომლებიც განიცდიან ქართული სახელმწიფოს უმძიმეს მდგომარეობას და ახლა გულწრფელად ვფიქრობ მათ მდგომარეობაზე. მინდა ერთი რამ ვურჩიო ამ ადამიანებს - თქვენ ჯერაც შეგიძლიათ სახელმწიფოს უშველოთ სწორი გადაწყვეტილებებით, რადგან არც თქვენი შვილები არიან დაზღვეულები არაფრისგან და უფრო მეტი - ვერ წარმომიდგენიხართ იმავე მდგომარეობაში, რაშიც პრემიერ-მინისტრი „ვიხილე".

ავტორი: გოჩა მირცხულავა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა