ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიორგი ფხაკაძე: „პანდემიის მესამე ტალღა ორ - სამ კვირაში დაგვარტყამს“

ნახვები: 599 გიორგი ფხაკაძე: „პანდემიის მესამე ტალღა ორ - სამ კვირაში დაგვარტყამს“

„ჩვენ დაგვემართება ის, რაც იყო ნოემბერში, საავადმყოფოები უნდა იყოს მობილიზებული, მათ შორის ჟანგბადის აპარატებით, მკაცრი კონტროლით, რადგან ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი კერა, არის თვითონ საავადმყოფოები", - ამის შესახებ CNews-ს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.

„ჩვენს სამეზობლოში, ევროპის ჩათვლით, მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. საქართველოში ვირუსის გავრცელების სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, იქ უკვე არის საგანგაშო ზარი. რაც ნიშნავს, რომ მესამე ტალღა ნელ-ნელა გვეპარება და ორ - სამ კვირაში დაგვარტყამს ძალიან მძიმედ", - განუცხადა CNews-ს ფხაკაძემ.

ფხაკაძე განმარტავს, ვინც იყვნენ ინფიცირებული, ისინი უკვე კარგავენ იმუნიტეტს და შეიძლება ისევ დაინფიცირდნენ. ამას ემატება ის, რომ ჩვენ გადავიტანეთ ზამთარი და იმუნური სისტემა დასუსტებულია.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა - 270 369, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 710 პირი ემსხვერპლა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა