ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა

ნახვები: 597 კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა

"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში", წერს საბანაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე იკავებდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა